ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:
ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
"მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას.
სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ.
სამწუხაროა მსგავსი მიდგომა." - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალურ მოძრაობის" მე-10 ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა გენერალური მდივნად პეტრე ცისკარიშვილი. ხოლო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. ასევე აირჩიეს პარტიას ახალი პოლიტიკური საბჭო 34 კაციანი შემადგენლობით.