საერთოდ არ მაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ ენმ-ეს დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა არაფორმალურ მმართველობას.
„შეცდომად ვთვლი, ბევრი ადამიანის მიერ პროცესზე გამადიდებელი შუშით დაკვირვებას და ამ პროცესში თითქოს რაღაც აქტიურ თავის წარმოჩენას, გარკვეულ წილად კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემთვის ამ ეტაპზე არის შედეგი მთავარი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს და გადაიყვანონ საზღვარგარეთ. დაცვის სტრატეგია შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ მთავარი არის, პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნით გასამართლებული მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს იმიტომ, რომ მას აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მთავარი არის ის რომ პოლიტიკურად უნდა გათავისუფლდეს ეს ადამიანი. საერთოდ არ მაქვს მოლოდინი რომ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა არაფორმალურ მმართველობას, რა თქმა უნდა“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.