"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უცხო ქვეყნის აგენტის” სტატუსი ექნებათ: - ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მათ ბენეფიციარებს;- სკოლებში დემოკრატიის ჩართულობის პროექტებს; - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამებს; - იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების პროექტებს და მათ ბენეფიციარებს;- კერძო მეწარმეებს და ახალ სტარტაპებს;- ინკლუზიური განათლების პროექტებს; - სამეცნიერო-კვლევით პროექტებს და მათ დამხმარე ორგანიზაციებს;- სასოფლო-სამეურნეო, ფერმერების განვითარების პროექტებს. არ დაიჯეროთ, რომ რუსული ფულისთვის აკეთებენ ამას. რუსული ფული ჯაშუშებისთვის დეკლარირებული არ არის. მხოლოდ დასავლეთის, ჩვენი პარტნიორების დახმარებაა ოფიციალური და გამჭვირვალე ამ პროგრამებისთვის."
შეგახსენებთ: „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.