მე გასამრჯელოს სახელმწიფოსგან, როგორც პარლამენტის დეპუტატი ვიღებ, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ბოიკოტზე მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია და არის ძალიან მყარი. ეს იცის ყველა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიისთვის არის დამაზიანებელი. ჩვენ ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ მანდატები, დღეს მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო პარლამენტში არ შემოსვლა და მათ შორის პოლიტიკური განცხადების არ გამოყენება იმიტომ, რომ მორალურად ძალიან სუსტია „ქართული ოცნება“ და მთელი მორალური უპირატესობა არის ოპოზიციის მოედანზე, ხალხის და ყველა ადამიანის, რომლებიც ამ რუსულ კანონს უპირისპირდებოდა. პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობაა, მოვახდინოთ აზრის კონსოლიდაცია და ასეთი კონსოლიდაცია რუსული კანონპროექტის ირგვლივ შედგა. მე გასამრჯელოს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც პარლამენტის დეპუტატი ვიღებ ამაში, მე სხვა შემოსავალი არ გამაჩნია და ეს არის ჩემი უშუალო სამსახური და ეს არის ჩემი სამუშაო სფერო“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, ხოლო ხატია დეკანოიძე ბოიკოტს არ შეუერთდა.