საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება

"🟥 „სააკაშვილის განთავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი. ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ.


სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ.


ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ.


აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“." ნათქვამია "ხალხის ძალას" გავრცელებულ განცხადებაში.