მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში. - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილი განცხადებაშია ნათქვამია.
დიდი მადლობა „ფორმულას“, მის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.
შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს".- ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს
ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.