დღეს, 22 სექტემბერს "ავტომობილის გარეშე" საერთაშორისო დღე აღნიშნება, რომელიც 2000 წელს ევროკომისიის მიერ დაარსდა და აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
განახლებულ პეკინის ქუჩაზე ამ წუთებში ველორბოლა დაიწყება, სადაც მონაწილეობას იღებს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე,
მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას პირადად გაუწევს პოპულარიზაციას.
ჩვენ წარმოგიდგენთ გეგმას, სად გაკეთდება ველობილიკები, ამის პოტენციალი ჩვენ ქალაქს გააჩნია, ეს იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, არამენდ ამის გაკეთბა სკვერებშიც არის შესაძლებელი. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან მალე ამას პოპულარიზაციას გავუწევ. პირდად მეც ვარ დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, არა მხოლოდ ახლაგაზრებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანებისთვის. ეს ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება", - აღნიშნა კახა კალაძემ.