„ქართული ოცნების“ მთელი პრობლემა არის ის, რომ სიმართლისა და ტყუილის ბლენდირებას ახდენს - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა. კახა ქემოკლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მთელი პრობლემა „ქართული ოცნების“ არის ის, რომ გარკვეულწილად ბლენდირება ხდება სიმართლის და ტყუილის და ამ ნაცრისფერ ზონაში, რეალური, ობიექტური ჭეშმარიტება იკარგება და ეს ჭეშმარიტება იკარგება ბევრი მიმართულებით არა მარტო ფრენებთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. შეხედეთ ეგრეთ წოდებულ ლგბტ საკითხის პროპაგანდას. გადახედეთ ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებენ ლგბტ საკითხს მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული მოლაპარაკე თავები. ეს ნიშნავს იმას რომ ამაზე შეგნებულად კეთდება აქცენტირება, ისევე როგორც ფრენებთან დაკავშირებით“-, განაცხადა კახა ქემოკლიძემ.