ბატონი ივანიშვილი არის გახარიას კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ბატონი ივანიშვილი არის მისი კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან. ბატონ ივანიშვილს აქვს, როგორც ჩანს, მასთან კითხვები, შესაბამისად, ის მზად არის, ბატონ ივანიშვილს დაუჯდეს დებატებში. ეს თავად ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა იმ ე.წ. წერილში, რომელიც თურმე, პოლიტიკიდან წასულმა ადამიანმა დაწერა. თქვენ გჯერათ, რომ ბატონი ივანიშვილი ამ 2 წლის თავზე პოლიტიკიდან წავიდა? - ის არსად წასულა, „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში, სწორედაც, ამ ადამიანის მეშვეობით იმართება და ამავდროულად, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ“, - აცხადებს ქემოკლიძე.