ბატონი გახარია თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, მალე გამოჩნდება და ბევრი პოლიტიკური ბატალიაც იქნება - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„რაც შეეხება ბატონ გახარიას და მის გამოჩენას, ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს, ნათქვამი აქვს, რომ გამოჩნდება, ჩემი აზრით, ძალიან მალე გამოჩნდება და ბევრი პოლიტიკური ბატალიაც იქნება. ეს წელი საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ.
გიორგი გახარია დებატებში კი აპირებს შესვლას, მაგრამ ხელისუფლების წევრები ვერ ბედავენ მასთან დებატებში შესვლას მათსავე მოედანზე. ნეიტრალურზე კი არა, საკუთარ მოედანზე მზად ვართ არათუ გახარია, მისი გუნდის ინდივიდუალურად თითოეული წევრი დავუსხდეთ და იქ ვაჩვენოთ, „სად ზამთრობენ კიბორჩხალები“, მათ კარგად იციან, რომ ჩვენთან დებატებში შანსი ნულს დაბლა აქვთ, ამიტომაც არიან სოროებში შემალულები“, - აცხადებს ქემოკლიძე.