ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„უნდა მიგვიღონ, აბა, რა უნდა ქნან. საქართველოს ხელისუფლება მთელი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ გუშინაც მოგვიწია განცხადებების გაკეთება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქოლგა არის ნატო-ს გაერთიანება. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ, კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.