ყველა ის მოთხოვნა, რაც მათი მხრიდან იყო, ჩვენი მხრიდან შესრულებულია. გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში და დარწმუნებული ვარ, შესაბამის პასუხს მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო, როდესაც ბატონო ბორელი მის თანმხლებ პირებთან იყო ჩამოსული. იყო კონკრეტული მითითებები, თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით იცით, რომ სამთავრობო გეგმა არის წარდგენილი და გაგზავნილია ვენეციის კომისაში. ანუ, ყველა ის მოთხოვნა, რაც მათი მხრიდან იყო, ჩვენი მხრიდან შესრულებულია. გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში და დარწმუნებული ვარ, შესაბამის პასუხს მივიღებთ. ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული სამწუხაროდ, თუმცა ამჯერად, მინდა მჯეროდეს რომ საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.