პიტერ სიიარტოსთან ძალიან გულთბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ ყველაფერზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავს მოხვეულია და უდიდეს პრობლემას წამოადგენს, სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერთან, პიტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კალაძემ უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინიტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვიან სიმართლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.