მიმაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ჩვენი საუბრები უფრო გაამდიდრებს ჩვენს დღის წესრიგს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შესთავაზა, ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლებიც აზერბაიჯანში უცხოელ ინვესტორებისთვის არის შექმნილი.

„აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ შექმნილია ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, კომპანიებისთვის. ამ პირობების თაობაზეც მივაწოდე ინფორმაცია ქალბატონ მინისტრს და შევთავაზე, რომ ქართულმა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შეღავათებით.

მიმაჩნია, რომ ქალბატონი მინისტრის ეს ვიზიტი, ჩვენი საუბრები უფრო გაამდიდრებს ჩვენს დღის წესრიგს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.