იმდენჯერ ვიქნები ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში „მონა", რამდენჯერაც დასჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ევროდირექტივის შესრულების ფარგლებში, ევროექსპერტების რეკომენდაციით გაკეთებული კანონპროექტის ინიცირების გამო, მე ვყოფილვარ "მონა". იმდენჯერ ვიქნები ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში "მონა", რამდენჯერაც დაჭირდება . ისე ნაცები, რომ გლანძღავენ ,ეს იმას ნიშნავს - სწორად ცხოვრობ“, - წერს ირმა ზავრადაშვილი.