კითხვა მაქვს ერთი - შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე... დედას გაფიცებ, შენ რომელიც გგონია უფრო კომპეტენტური ბოტკოველი, მანჯგალაძე, შენ პირადად შენ- დაუშვილს მივმართავ, ხაბეს არ ვეხები, ეგ უფრო დიდია და სხვა ლელოზეა გასული. დავაცადოთ იმ ხალხს გამოძიება, საერთაშორისო მასშტაბია და თუ კითხვები დარჩა, მე და ალეკო ელისაშვილი ვიყოთ ინიციატორი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა.
" მთელი კვირაა ვფიქრობ. "ნაცების" მესმის - მათი პირდაპირი ინტერესია, ევროპამ "მისტერ ოფშორი" დაარქვა მათ დამფინანასებელ კეზერაშვილს, რომელიც თურმე, პარტიებს, ტელევიზიებს აფინანსებს და რის ხარჯზე? ქართული ჯარის გაძარცვა სასამართლოს მიერ დამტკიცებულია. უკვე ევროპამაც თქვა, რომ "მისტერ ოფშორი" დაარქვეს. ახლა ვფიქრობ, ეს გახარიები რამ გადარია მეთქი და აი, პასუხი - ბატონი გახარია შს მინისტრი იყო მაგ ბუმის დროს და მერე პრემიერ მინისტრი. შეიძლება რაღაც - არ ვიცი, გონებრივი ეჭვი არსებობს. ახლა ვიფიქრე, თავისი არ ეყოფა მეთქი "სტრატეგიას"? რა უნდა ამ თემაში და თურმე, ჯიგარი ჭიჭე ოფშორი აგერ გვყავს თურმე, საქართველოში - პირდაპირ მიქირავებული აქვს და მერე თქვა, არ ვიცნობდიო, ძმა რომ ჰყავთ ხელმოცარული უკრაინაში და მერე თქვა, კი, ძმა არის, დედის თუ მამის მხრიდან ეგ არ ვიციო... შეიძლება მალე საკუთარი ძმა უარყოს, რომელსაც მიქირავებული აქვს ის ობიექტი, სადაც ქოლცენტრია, სავარაუდოდ. კითხვა მაქვს ერთი - შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე... დედას გაფიცებ, შენ რომელიც გგონია უფრო კომპეტენტური ბოტკოველი, მანჯგალაძე, შენ პირადად შენ- დაუშვილს მივმართავ, ხაბეს არ ვეხები, ეგ უფრო დიდია და სხვა ლელოზეა გასული. დავაცადოთ იმ ხალხს გამოძიება, საერთაშორისო მასშტაბია და თუ კითხვები დარჩა, მე და ალეკო ელისაშვილი ვიყოთ ინიციატორი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის: პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.
პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრება: - 2020 წლიდან დღემდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური “ქოლ-ცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათ განხორციელების სქემა, პასუხისმგებელი პირები; შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები; სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
პარლამენტის პლენარულ სხდომას საკითხი განსახილველად პარტია "საქართველოს" დეპუტატმა მიხეილ დაუშვი;მა წარუდგინა