რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა  „ლელოს“ ლიდერების მიერ, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რეგისტრაცია არაფერს ნიშნავს. ფინიშია მნიშვნელოვანი და ფინიშზე როგორც მერე „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ემალებოდა პრესას სტრასბურგის გადაწყვეტილებების შემდეგ, აი ასე არ დაგემართოთ. ფრთხილად იყავი, მუსტანგ არ მოგიცურდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

„ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი საქმის განხილვა სტრასბურგში დაჩქარებულად მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, „საუბარი, რომ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა, სიმართლეს არ შეესაბამება“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: მალე შევაკეთებ ცეცხლოვან მუსტანგს, რომელიც ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას