როგორც ჩანს, მეოთხე ვადით ვიქნებით ხელისუფლებაში არა მხოლოდ დიდი უმრავლესობით, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობით და ამის დამსახურება არის ის თემები, რასაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვიცავდით კბილებით - რომ არ დავუშვათ მეორე ფრონტი. არა ცალ ფეხზე ხტუნაობით, არამედ ღირსების დაცვით, დამსახურებულად, ქართველ ხალხთან ერთად მივიღეთ ის ევროსტატუსი. ბუნებრივია, ამან ასახვა პოვა ჩვენ საზოგადოებაში, მათ განწყობებზე - - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „გორბის“ კვლევის შესახებ განაცხადა.
„მინდა, ჩემს ხაბეს მივულოცო - წინა კვლევებით პრობლემა ჰქონდათ, გადაელახათ ბარიერი და უკვე ბიჭმა 12%-მდე გაზარდა. ხაბე, Good job! Well done! აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს კაცი იმსახურებს, ლიდერი იყოს და ის ფსევდოპოლიტიკოსი რომ ჰყავს, ჭიჭე ვაშაძე, ნუ დაუთმობ მას ასპარეზს. რაც შეეხება დანარჩენ ხელმოცარულებს, რომლებიც გვყავს რადიკალებში, პრობლემა არის ბარიერის გადალახვის“, - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა.