"ის რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს:

"ის რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20 კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა.. ანუ რასაც ვამბობდი რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის

ეს უსამშობლოები თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე რომ ბოკერიას გიჟს გადაეცით, რომ წუხელიდანვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც" - წერს ირაკლი ზარქუა.