ევროპარლამენტის რეზოლუციების ფასი, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ნულია, აქამდე როგორც იყო ამ რეზოლუციების გავლენა ნული, ასე იქნება ახლაც, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თმით, უსამართლო რეზოლუციებს შედეგი არასდროს ექნება.
„წერონ და იკითხონ, მათი რეზოლუციები არ გვაინტერესებს. ევროპარლამენტის რეზოლუციების ფასი, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ნულია. როგორც ჩანს, ეს პროცესი „ნაცების“ მიერ არის დაფინანსებული, ახლა უნდა წერონ და ასეთი რეზოლუციები გამოაცხონ. როგორც აქამდე იყო ამ რეზოლუციების გავლენა ნული, ასე იქნება ახლაც. უსამართლო რეზოლუციებს შედეგი არასდროს ექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ ამერიკელ კონგრესმენზე, ჯო უილსონზე ისაუბრა და თქვა, რომ „უბედური ჯო უილსონი არ ჩერდება, გვიტევს, ნათელაშვილიც კი უფრო მაღალ დონეზე დგას“.
„უბედური ჯო უილსონი არ ჩერდება, გვიტევს – „დაუნ დიქტეიტე“. ნათელაშვილიც კი უფრო მაღალ დონეზე დგას. წალენჯიხაში, ჯგალი იყო გადაკეტილი. მეგონა „ტვიტერზე“ დადებდა, მაგრამ არ გამოეხმაურა, რადგან არ დავაფინანსეთ – რომ დაგვეფინანსებინა, „ტვიტერს“ დაგვითმობდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.