ევროპარლამენტის რეზოლუცია არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილი რეზოლუციის მიღების საკითხზე განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნულ რეზოლუციებს უკვე ფასი აქვს დაკარგული.
„არაერთი რეზოლუცია გვინახავს, რომლის ინიციატორი სწორედ ეს ხალხი იყო. ჩაწერეს, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმარი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, სააკაშვილს კლავენ, ის უდანაშაულოა და უნდა გამოუშვათ. ასევე ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებენ და არ უნდა მივცეთ, მაგრამ რა მოხდა? ღირსებით და არა ცალ ფეხზე, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილი არის ციხეში. მათ შეძლეს ის, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი დაედო. მათი ფასი არის ნული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ხვალისთვის არის დაგეგმილი.