„ჩვენი თითოეული მოქალაქე გრძნობს ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE”. ირაკლი ზარქუამ პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე „ლელოს“ დაპირებაზე ისაუბრა. კითხვაზე, პოპულისტობს თუ არა მამუკა ხაზარაძე როდესაც ადამიანებს პენსიების გაზრდას ჰპირდება, ზარქუა აღნიშნავს, რომ ისინი უკვე მიხვდნენ რომ ამის მიღწევა არარეალურია.
„უკვე მიხვდნენ, რომ ეს არარეალურია. რა სიგიჟეებს ამბობენ, ვინ გაუტარებს ამას- ჩვენ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთსო. დაითვალეს ექსპერტებმა, 0,03-ია ჩვენი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის და აქეთ მინუს 10 პროცენტია. ის რაც გვქონდა პენსია, იმასაც ვერ დავარიგებდით. შენ ამ დროს ათას ლარიან პენსიას ეუბნები, აპრიორი ხომ ატყუებ. თაღლითები, როგორც დაამტკიცა სასამართლომ, იგივეს აგრძელებენ. ამას ვინ გაუტარებს, თვითონ ოპოზიციამ ამხილა“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.