„ქარაგმებით საუბარმა უკვე თავისი ეფექტურობა ამოწურა. კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე კონკრეტულები თუ იქნებიან. რამენაირად უნდა გადახარშონ, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიყვანეს. – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"პატივი სცენ დემოკრატიას და ხალხის არჩევანს. ასევე რამენაირად უნდა შეეგუონ, რომ ომის შეწყვეტა – არ შეწყვეტა ასეთი რთული საკითხია და, რომ საქართველო მეორე ფრინტად გამოყენებული არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.