სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება, მასზე შეტევას მიიტანენ.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, განხეთქილების შექმნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას ისინი გააგრძელებენ, მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს. ასე რომ, ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი, დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი. შედეგი რომ არ ექნება, თვითონაც იციან, მაგრამ თვითონ პროცესი რომ ნეგატივის ფონზე წარმართონ, მიაჩნიათ, რომ უკვე გარკვეული შედეგია. ბუნებრივია, მეუფე შიოზე თავდასხმებიც ახლა გაძლიერდება, რადგან შეიძლება, ერთ-ერთი კანდიდატი იყოს პატრიარქობის ტახტზე. ყველას, ვისაც ასეთი პერსპექტივა ექნება, შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.








