პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
„უმრავლესობას სალაპარაკო არ აქვს გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ემიგრაციაზე, შობადობის შემცირებაზე, საპენსიო სესხებზე, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ მსგავსი თემების სპეკულაციებით დაკავდნენ. სალომე ზურაბიშვილი არის სალომე ზურაბიშვილი, იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციები და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ