შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომიტეტზე ასამბლეის გასული წლის აქტივობების შესახებ მოხსენების პროექტი წარადგინეს და მომდევნო წლის საბიუჯეტო საკითხები განიხილეს.
„ღონისძიების ფარგლებში ირაკლი მეზურნიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან რაია ნაზარიანთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




