დავით კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ აღიარა მისი მორიგი დანაშაული, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. როგორც მოგეხსენებათ, დაუშვებელია პოლიტიკური ძალების დაფინანსება გადაჭარბებული ოდენობით, კონკრეტული ლიმიტებია ქართული კანონმდებლობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „კეზერაშვილმა აღიარა, რომ საქართველოს კანონმდებლობას კიდევ ერთხელ არღვევს და რადიკალურ ოპოზიციას შავი ფულით აფინანსებს“.
„მისგან დანაშაული არავის უკვირს, რადგან არის სისხლიანი, კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – ქვეყანაში ვითარება მაქსიმალურად არიოს, ამას წლებია ცდილობს და რა თქმა უნდა, ამ მიზანს ვერ მიაღწევს. კეზერაშვილის ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩია. მას სხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობა და სხვანაირი ადამიანების მართვა არ შეუძლია. „ნაცმოძრაობას“ მაინც და მაინც ასეთი დეგრადირებული, უინტელექტო თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა იმისთვის, რომ კეზერაშვილს მისი მართვა მოეხერხებინა. თვითონ კეზერაშვილიც დეგრადირებული და უინტელექტო ადამიანია, ეს არ არის სასაცილო, ეს ნამდვილად ასეა. ამ კაცის განცხადებები სამარცხვინოა, რადგან ყველამ იცის, რა მასშტაბის კორუმპირებული კაცია კეზერაშვილი. მან ფული რის ხარჯზე იშოვა? – ეს იყო ბიზნესის რეკეტი, პირველი და მთავარი დანაშაული. რამდენად სისტემური იყო ბიზნესის რეკეტი, ეს ყველას ახსოვს. ის ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო და შემდეგ ბიზნესის ძარცვა და რეკეტი გააგრძელა არაფორმალური ოპოზიციიდან. მან ასევე გაძარცვა ქართული ჯარი და ამჟამადაც, ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ის სამი მიმართულებით ფულს შოულობდა, რაც სამივე ერთმანეთზე სამარცხვინო ამბავია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.