ოპოზიციას შეეძლო, გაეკეთებინა იგივე, მათ შეეძლოთ, მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ, განუცხადა, რომლის მიხედვით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ მმართველი გუნდის მხარეს იყო.

მისი  თქმით, დროშები სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მიიტანეს.

„ეს გააკეთა ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური აქტი. ოპოზიციას შეეძლო, გაეკეთებინა იგივე. მათ შეეძლოთ, მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, რატომ? იმიტომ, რომ დღეს​ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი. ზოგადად, ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება, გაუმართლოთ სხვა საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.