რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას. ამაზე საზოგადოებამ ხომ უნდა დასვას კითხვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
 

„საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენად აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი მოძრაობა „სირცხვილიას", რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი. ანუ რატომ შეიძლება ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას. ამაზე საზოგადოებამ ხომ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიას" დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ვინ და რისთვის აფინანსებს ,„სირცხვილიას", „დროას", „ფრანკლინის კლუბს" და ა.შ...

შარშან საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუვდა, წელს ეს ვერ მოახერხეს. საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უკვე გათვიცნობიერებულია იმაში რომ გამჭვირვალობა, ეს სწორედ ევროპული მოვლენაა და დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები იმისათვის, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს, გაარღვიოს ეს პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ დეპოლარიზაციას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.