რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან „ფრი ესებუას“ კამპანია დაიწყება.
„აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, " 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ე დააკავა.