ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში დღეს გაემგზავრება. ხვალ კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება.
სხდომას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება.
შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.