საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი  ჩამოდის