„კრედიტ სუისს“ რაც შეეხება, გახსოვთ ერთგვარი თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ ჰქონდა „კრედიტ სუისის“ საქმეს, თუმცა, დღეს უკვე ყველაფერი გამოჩნდა, რაშიც არის საქმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, "კრედიტ სუისის" საქმეს, ჯერ კიდევ 2008 წლიდან ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, რაც საბოლოოდ დადასტურდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

„კრედიტ სუისის“ საქმე, ჩვენი აღქმით იყო აბსოლუტურად პოლიტიკური და პოლიტიზებული, მას ჰქონდა თავიდანვე, ჯერ კიდევ 2008 წელს პოლიტიკური სარჩული და ეს გამომჟღავნდა საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, დანარჩენზე საზოგადოება გამოიტანს თავის დასკვნას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.