გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ საქმის პოლიტიზებას როცა ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში.

„ამ თემას არ ჩავუღრმავდები. ხედავთ, რომ იქითა მხარის ადვოკატი ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მიზანი ჩანს, რაც არის, ეს არის არასწორი. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელიც სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება და საქმე განხილული უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში. როცა ბაჩიაშვილის ადვოკატი ამ
საქმის პოლიტიზებას ცდილობს, ეს არასწორია და ამაში ჩვენს წვლილს ვერ შევიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინის მითვისების ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2 მილიონ 500 000 ლარი  შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.