კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანებს კვლავ ეძებენ.
რამდენიმე ქალაქში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, დღევანდელი მიწისძვრა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. უწყების ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაში იგრძნობოდა.
კოლუმბიაში მიწისძვრას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და განაცხადა, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში კოლუმბიის დასახმარებლად მზად არის.











