ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია“.
შეგახსენებთ, ეკა გიგაურმა სენატში განაცხადა: საქართველოს ტიპის ქვეყნებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით ავტოკრატები აძლიერებენ რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას