მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მედიასაშუალებას, თავისუფალ მედიასაშუალებას და ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და უმძიმესი შეურაცხყოფის მიუხედავად, უმაღლესი პროფესიონალიზმით აკეთებდა საკუთარ საქმეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმძიმესი შეურაცხყოფა ჯერჯერობით არცერთ დიპლომატს და „ენჯეოს“ არ დაუგმია. კოლეგებზე არ მინდა ლაპარაკი, თქვენი საქმეა. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.