დავით ზურაბიშვილი ნამდვილად არის უცხოელი აგენტი, სწორედ ამას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ აგენტობაა მთავარი მიზეზი, რატომაც დავით ზურაბიშვილი მთლიანად დაიცალა ღირსებისგან და მორალისგან.
„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად არის უცხოელი აგენტი და სწორედ ამას ეფუძნებოდა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ზოგადად სწორედ აგენტობა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეს კაცი მთლიანად დაიცალა ღირსებისგან და მორალისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.