დავით კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილი საქართველოში აფინანსებს პოლარიზაციასა და რადიკალიზმს.
„ზოგადად ყველამ იცის, რა საქმიანობით არის დაკავებული კეზერაშვილი. ასევე მას აქვს აღიარებული, რომ აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. ის პირდაპირ აფინანსებს პოლარიზაციას და რადიკალიზმს საქართველოში. აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.