დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - „ღამის კურიერი“ განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი.

„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, 2 კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.