ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას "ანო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრემიერი ანდრეი ბაბიშს წარმატებას უსურვებს ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში.
“ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას "ანო". წარმატებას ვუსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Congratulations to @AndrejBabis and the ANO movement on their victory in the 🇨🇿 parliamentary elections. Wishing him success in forming a strong and effective government that advances the progress and prosperity of the Czech people. 🇬🇪 looks forward to a renewed chapter of…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 6, 2025