როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც არ გამოუვა.
„რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოეწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან. კონსულტაციების და სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია. ასეთ დროს, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ამ სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება. დანარჩენი გულშემატკივარმა და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.
53 კაციანი სიიდან, პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს.
ღირსების მედლით დაჯილდოების საკითხი 2024 წლის 13 ივნისს თბილისის მერის კახა კალაძის გაკეთებული განაცხადების შემდეგ გახდა აქტუალური - პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების მიმართვას
რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, დაჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება
"აიპრესმა" ადმინისტრაციის ვებგვერდზე გუშინ, გამოქვეყნებული ერთი განკარგულებიდან მოამზადა სტატია სათაურით, პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა. დღეს კი ადმინისტრაციის ვებგვერდზე მეორე განკარგულება გამოჩნდა.
კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს
რასაც პრეზიდენტი ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა: ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში
ასევე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი". თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაში არ იძებნება ჯილდოზე წარდგენილი ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სიაში მყოფი საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების 12 პერსონალი.