ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა ერთის მაგივრად იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური,  განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა  ოპოზიციურ გაერთიანებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

„ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა ერთის მაგივრად იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია სამი თუ ოთხი, ეს მე არ ვიცი. განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. მთავარია, რომ რეალურად მათ რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.