კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არამხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისივე თქმით, სრულად ჰარმონიზებულია საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ზუსტად იმ ტექნიკურ მოთხოვნებთან და ხელშეკრულებასთან, რომელშიც ქვეყანა არის ევროგაერთიანებასთან ერთად.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათივე ინსტიტუტები ამბობენ ამას, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში და არა მხოლოდ, ზოგადად, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეიძლება ჰქონდეს და აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით. ჩვენ ვხედავთ, სრულად ჰარმონიზებულია ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ზუსტად იმ ტექნიკურ მოთხოვნებთან და იმ ხელშეკრულებასთან, რომელშიც ჩვენ ვართ ევროგაერთიანებასთან ერთად. მაგრამ, აქაც გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინ მიღებული, ასევე, იმ ხელდასხმული პოლიტიკოსების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა იყო ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ყველაზე მთავარი მასტიმულირებელი ამ გადაწყვეტილების, რომ ამ ტექნიკურ მონაცემებში შეიკრიბნენ, გამონახეს დრო, ჩაწერეს პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ასპექტი, სადაც მათ შეუძლიათ ილავირონ ისევე ორმაგი სტანდარტით, როგორც, პირობითად, მოლდოვასთან", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.













