ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, დაზუსტებებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა.
„ეს კვირა სასესიო კვირაა, პლენუმის სხდომები არის ხვალიდან და როგორც ყოველთვის, ორშაბათს ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მოგეხსენებათ, ამ კვირის აქტუალური თემა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი იქნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და სიტყვა, რომელიც ითქვა ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, იყო უმნიშვნელოვანესი და ყველა იმ სპეკულაციურ შეკითხვებს, ჩაკითხვებს, ვითომ რაღაცის ვერგაგებას საზოგადოებისთვის პასუხი გაეცა. ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს ქვეყანა იმ წრედიდან, რომელსაც ჰქვია ოპოზიციურ ფლანგზე აგენტურული ქსელის საქმიანობა“, - აღნიშნა კირცხალიამ.




