„სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად ფუნქციონირებს, ოპოზიციას, დესტაბილიზაციისა და არეულობის ყველა მცდელობა და ყველა გეგმა ჩაგივარდებათ“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ირაკლი ხელაძემ.
მისი განცხადებით, ყველა საზოგადოებრივი პროტესტი, რომლის მთავარი სცენარისტი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვანო მერაბიშვილი იქნება იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
„როგორ ფიქრობთ, ჩვენ, აქ მსხდომ ახალგაზრდებს რუსეთი გვინდა?! ამიტომაც შეურაცხმყოფელი განცხადებებთან, რომ ვიღაც ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერია და ვიღაც მოღალატე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სწორედ აქედან მოდის მტრისხატის შექმნა და ჩვენგან, შემდეგ ადეკვატური პასუხის გაცემა ნურავის გაუკვირდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ სხდომაზე.
მისივე თქმით, მანამდეც ყოფილა პროტესტი რუსთაველის გამზირზე, სადაც ხალხს საკუთარი ნება გამოუხატავს, თუმცა მათ არავინ შეხებია.
„ხოლო როდესაც კეთდება მოწოდებები, რომელთა სცენარისტი ვანო მერაბიშვილია და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ახალგაზრდებს ცარიელი შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდებს, სწორედ ეს არის მომიტინგეთა გულწრფელი პროტესტის თქვენისმხრიდან ბოროტად გამოყენება.
თქვენ ბევრჯერ გქონდათ ამგვარი მცდელობები და ახლა სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე საუბრობთ? კიდევ კარგი ყველას კარგად გვახსოვს როგორ არბევდნენ აქციებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის კარგის და ცუდის გარჩევა. ჩვენ ისე არაფერი გვაახლოებს რუსეთთან როგორც ამ ქვეყნის არევის მცდელობები. არეული და ამღვრეული სიტუაცია ამ ქვეყანაში გარდა რუსეთისა არავის არაწყობს. ჩვენ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივდივართ ევროკავშირისკენ და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები ხოლო თქვენწარმატებას ვეღარასდროს მიაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს სხდომაზე.