მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება და ეს არის ჩვენი საერთო მოსაზრება, რომ არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, სატელიტები, როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას." - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

" ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და გასწირა ჩვენი ხალხი ამ ომითვის. გარდა ამისა, გახსოვთ, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე. აქვე, მინდა, ჟურნალისტებს მოგმართოთ თხოვნით, რომ როცა თქვენ საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად.  შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და იგი სასამართლომ აღიარა თაღლითად, კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საერთოდ საუბარი. შემიძლია, ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მაროდიორი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.