საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს − ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა  საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის − ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე  კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.