ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში დაგეგმილ გამოკვლევაზე იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„5 აგვისტოს ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში - რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე.
საავადმყოფოში გაატარა - ერთი საათი.
არც ოპერაცია ყოფილა დაგეგმილი და არც სხვა პაციენტის დაგეგმილ ოპარაციისთვის შეუშლია ხელი…“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.




