„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა." - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.
"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას: ნურავის ექნება ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება - ყველა მკაცრად დაისჯება. ვიმეორებ, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და დებატები. დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება